LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში BMW, Mercsedes-Benz, Volkswagen და Porsche აღარ იყიდება

111
Capture

ჩინეთში BMW-ს, Mercedes-Benz-ის, Volkswagen-ის და Porsche-ს გაყიდვები დაეცა.

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა გერმანულ მოდელებზე მოთხოვნის სტატისტიკა გააანალიზა და არც თუ ისეთი დამაკმაყოფილებელი დასკვნა გამოაქვეყნა. ჟურნალისტთა შეფასებით, ცნობილ ავტომწარმოებელთა გაყიდვების საერთო მაჩვენებელი 25-დან 14%-მდე შემცირდა. ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია ელექტროქარების სეგმენტი, სადაც გერმანელთა წილი 10%-ზე ნაკლებია.

ჩინელი მყიდველები არ არიან მზად, რომ მართვის, სიმძლავრისა და თუ ბრენდისთვის ზედმეტი თანხა გადაიხადონ. მომხმარებლები „ტექნიკურად გამართულ“, თანაც ძალიან სპეციფიკური გაგებით გამართულ მანქანებს ირჩევენ. ინტერესს იწვევს ახალი საინფორმაციო-გასართობი კომპლექსები, დამატებითი რეალობის ფუნქცია, ციფრული სერვისები. კლიენტები ამტკიცებენ, რომ BYd-ს, Xpeng-ის და Nio-ს ელექტრომობილები ფუნქციურად უფრო გამართული, ბევრად იაფი და საინტერესოა, ვიდრე „გერმანელები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები