LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 სექტემბერს თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების მარშრუტი იცვლება

78

27 სექტემბერს 18:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ნიკოლოზ ნადირაშვილის კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები შეიცვლება.

კერძოდ: № 4, 10, 90, 103, 106, 112 ავტობუსები – იმოძრავებენ ამაღლების ქუჩამდე; № 6, 14, 31, 33, 37, 42, 46, 61, 87, 88, 140, 150 – პეტრე მელიქიშვილის ქ. – მერაბ კოსტავას ქ. -მიხეილ ჯავახიშვილის ქ. – მარჯვენა სანაპირო – ბარათაშვილის ქ. უკუმიმართულებით მოძრაობა განხორციელდება შემდეგნაირად: ბარათაშვილის ქ. – ბარათაშვილის ხიდი – მარცხენა სანაპირო – ბარათაშვილის ხიდი – მარჯვენა სანაპირო – მიხეილ ჯავახიშვილის ქ. – მერაბ კოსტავას ქ.; № 20, 23, 95 – იმოძრავებს გიორგი ათონელის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით; № 80 – იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩამდე (კონკის მხარეს); №124 რუსთაველის გამზირზე პატარა წრეზე მობრუნდება და შემდეგ მოძრაობას კოსტავას ქ. – ჭოველიძის ქ. – ბარნოვის ქ. – მაყაშვილის ქ. – პ. კაკაბაძის ქ. -ჭონქაძის ქ. – ამაღლების ქ. მიმართულებით გააგრძელებს. უკუმიმართულებით: ამაღლების ქ. – ჭონქაძის ქ. – პ. კაკაბაძის ქ. – მაყაშვილის ქ. -ზანდუკელის ქ. – ბარნოვის ქ. – შანიძის ქ. – მელიქიშვილის ქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები