LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში 29 ევროიანი სამგზავრო ბარათი ბრუნდება

117
ბერლინი

1-ლი ივლისიდან ბერლინში დაბრუნდება სამგზავრო ბარათი, რომლითაც ქალაქში არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება ულიმიტოდ იქნება შესაძლებელი. ასეთი აბონემენტის ფასი თვეში 29 ევროა(შედარებისთვის, მეტროში ერთი მგზავრობის ღირებულება 2,40 ევროს შეადგენს.)

ასეთი სამგზავროს მთავარი მიზანი – გზებზე ავტომობილების რაოდენობის შემცირება და მავნე გამონაბოლქვის კლებაა, რაც გლობალურ დათბობას შეუშლის ხელს.

უნიკალური სამგზავროს გამოყენება ბერლინის მასშტაბით ყველა მატარებელში, მეტროში, ტრამვაიში და ავტობუსში იქნება შესაძლებელი.

29 ევროიანი სამგზავრო ბარათის მფლობელებს 6 წლამდე ბავშვების და ძაღლების თან წაყვანაც უფასოდ შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბარათები ადრე მთელი გერმანიის მასშტაბით მოქმედებდა. ანალოგიური სისტემა არსებობს ასევე ავსტრიაში, უნგრეთსა და სლოვენიაშიც, ზაფხულისთვის კი ამ სიას საფრანგეთიც შეუერთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები