ვისაც ქართული სიმღერა გიყვართ, დათუნა სირბილაძე და აჩიკო ნიჟარაძე ერთობლივ კონცერტზე გეპატიჟებიან.
კონცერტი 29 სექტემბერს, რესტორან „ოტიუმში“ გაიმართება.
დათუნა და აჩიკო საკუთარი რეპერტუარიდან ყველაზე ცნობილ და პოპულარულ სიმღერებს შეასრულებენ.
კონცერტის ორგანიზატორია ჯგუფი „ანოსთან და მახოსთან“.