LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300 ათას კილომეტრზე მეტი – რომელია ყველაზე სანდო ავტომობილები

119
toyota

ამერიკულმა სააგენტო iSeeCars-მა ყველაზე გამძლე ავტომობილების სია შეადგინა, ისეთების რომელთა რესურსიც 320 ათას კილომეტრს აჭარბებს. კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო – 20 წლის განმავლობაში ექსპერტებმა 2 მილიონამდე ავტომფლობელი შეისწავლეს. აუცილებელი პირობა იყო ისიც, რომ ამ წლების განმავლობაში მოდელი ბაზარზე უნდა ყოფილიყო. ლიდერი Toyota გახდა, ბრენდი რომელსაც საიმედოს სტატუსი არაერთხელ აუღია.

პირველი ადგილი Toyota Sequoia-მ დაიკავა, გამოკითხვის მიხედვით მოდელი საშუალოდ 477 ათას კილომეტრზე მეტს გადის. ეს კი მეორე ადგილზე მოხვედრილ მოდელზე Toyota Land Cruiser-ზე საგრძნობლად მეტია. ამ უკანასკნელის მაჩვენებელი 450 ათასი კილომეტრია. მესამე ადგილი Chevrolet Suburban-მა (428 ათასი) დაიკავა. მეოთხეა – Toyota Tundra (412000) და ლიდერთა ხუთეულს GMC Yukon XL (406 ათასი) ასრულებს.

ტოპ-10-ში მოხვდნენ ასევე – Toyota Prius, Chevrolet Tahoe, Honda Ridgeline, Toyota Avalon და Toyota Highlander Hybrid.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები