LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

370 კმ/-სთ სიჩქარით მიმავალი IndyCar-ის მრბოლელი ავარიაში მოყვა

74

ფრანგი პილოტი სებასტიან ბურდე შაბათს, ”500 მილი ინდიაპოლისის” რბოლის საკვალიფიკაციო რბოლაში სერიოზულ ავარიაში მოყვა. ერთ-ერთ მოსახვევში ავტომობილი ბარიერს 370 კილომეტრ/საათ სიჩქარით შეეჯახა. ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ავტომობილის კოკპიტი მთელი დარჩა და გადატვირთვას გაუძლო. ბურდემ კი მრავალმხრივი მოტეხილობები მიიღო. იმისათვის, რომ ავტომობილიდან პილოტი ამოეყვანათ, მაშველებს დაახლოებით ათი წუთი დასჭირდათ, ამის შემდეგ კი მისი ექსტრემალური ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

ბურდემ რამდენიმე წარმატებული ოპერაცია გადაიტანა და მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, თუმცა მოუწევს IndyCar-ის მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვოს.

სებასტიან ბურდეს ავსტრალიელი პილოტი, ჯეიმს დევისონი შეცვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები