LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3D პრინტერით 103 წლის ავტომობილს სიცოცხლე დაუბრუნეს

81

ავსტრალიაში 3D პრინტერის საშუალებით სიცოცხლე უიშვიათეს სარბოლო ავტომობილს 1914 წლის Delage Type-S-ს დაუბრუნეს. ეს ერთადერთი ავტომობილია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

ფრანგული კომპანია Delage 1905 წელს დაარს და ავტომობილებს პირველ მსოფლიო ომამდე აწარმოებდა, ამის შემდეგ კი საომარი ნივთების გამოშვებაზე გადავიდა. 1914 წელს სულ სამი ეგზემპლარი სარბოლო Type-S ააწყვეს, რომლებიც მოგვიანებით აშშ-ში გაიყიდა. 1920-იანი წლებისთვის ერთ-ერთი მათგანი ავსტრალიაში აღმოჩნდა. ახლა მისი მფლობელი მელბურნელი სტიუარტ მერდოკია.

2014 წელს Delage-ის ცილინდრების ბლოკი დაზიანდა, მის შეკეთებაზე საუბარიც არ იყო, ამიტომ ავტომობილს ახალი ძრავი დაუმზადეს: ძველი ძრავი ”დაასკანერეს, გააციფრულეს და სამგანზომილებიანი მოდელის გამოყენებით ”დაბეჭდეს”, ამის შემდეგ ჩამოასხეს ცილინდრების ბლოკიც. საბოლოოდ, ძრავი ააწყვეს და ის უპრობლემოდ დაიქოქა. სტიუარტ მერდოკი სწორედ ამ ავტომობილით გადაადგილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები