ვიტამინი D არის ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს სასიცოცხლო პროცესებისთვის სჭირდება, ძლიერი ძვლოვანი სისტემაც პირდაპირ მასთანაა დაკავშირებული.
D ვიტამინის სიმცირე მსოფლიო საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ ჯანმრთელობის პრობლემას წარმოადგენს.
მედიკოსებმა დაასახელეს 4 ეფექტიანი გზა, რომელიც ორგანიზმში D ვიტამინის დონეს გაზრდის, თანაც წამლების გამოყენების გარეშე.
მზის სხივები
ვიტამინი D ეს ხომ „მზის ვიტამინია“, რამეთუ მზე მის საუკეთესო წყაროს წარმოადგენს. თუმცა, იმისათვის რომ ორგანიზმმა მზისგან მიღებული ვიტამინის ათვისება შეძლოს რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი – კანის ფერი და ასაკი, გეოგრაფიული მდებარეობა და სეზონი, ტანსაცმელი თუ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები.
ცხიმიანი თევზი და ზღვის პროდუქტი
ცხიმიანი თევზი და ზოგადად ზღვის პროდუქტი D ვიტამინის მისაღებად ყველაზე მდიდარი ბუნებრივი საკვები წყაროა.
სწორედ ამიტომ, რაციონის შედგენისას ამ ფაქტორს დიდი ყურადღება მიაქციეთ.
მიირთვით მეტი სოკო
სოკო D ვიტამინის ერთადერთი ვეგეტარიანული წყაროა. ეს მცენარე ადამიანის მსგავსად D ვიტამინს, ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით ქმნის. ადამიანები გამოიმუშავებენ D ვიტამინის ფორმას, რომელიც ცნობილია როგორც D3 ან ქოლეკალციფეროლი, ხოლო სოკო წარმოქმნის D2 ან ერგოკალციფეროლს.
კვერცხის გული
კვერცხის გული D ვიტამინის კიდევ ერთი წყაროა, რომელიც შეგიძლიათ მარტივად დაამატოთ თქვენს რაციონში.