ლუდის დადებით და უარყოფით თვისებებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი იწერება. განსაკუთრებით საინტერესოა ასეთი სახის ინფორმაციები იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ, მიჩვეულნი არიან თითო კათხა ლუდის მიღებას. სამედიცინო სფეროში ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, თუმცა დღეს მხოლოდ დადებით თვისებებზე ვისაუბრებთ:
თირკმელები
როგორც ფინეთის ნაციონალური ინსტიტუტის სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, დღეში ერთი კათხა ლუდი, რომელიც დიდი რაოდენობით ჭვავს შეიცავს, თირკმელებს ეხმარება 40%-ით შეამციროს ქვების წარმოქმნის რისკი, რაც მამაკაცებში ძალიან გავრცელებული დაავადებაა.
დიაბეტი
ამსტერდამის სამედიცინო ცენტრის ექიმები კი იუწყებიან, რომ ერთი კათხა ლუდი დღის რაციონში, თითქმის მესამედით ამცირებს დიაბეტის განვითარებას.
არტერიული წნევა
ტეხასის უნივერსიტეტში წარმოებული გამოკვლევების შემდეგ ირკვევა, რომ დღის განმავლობაში ერთი კათხა ლუდის მიღების შემთხვევაში, რისკი იმისა, რომ არტერიული წნევა გაიზარდოს, ძალიან მცირდება.
გონებრივი განვითარება
გამოკვლევების შედეგად, რომელიც ამერიკაში დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში ჩატარდა, ირკვევა, რომ ლუდში შემავალი მიკროელემენტები, დადებითად მოქმედებს გონებაზე, თვალებზე და ეხმარება ორგანიზმს შეამციროს კატარაქტის განვითარების რისკი.
რაც მთავარია, ნებისმიერ დასკვნაში, სადაც კი დადებითად არის შეფასებული ლუდის ზემოქმედება, მითითებულია დოზა – არც მეტი და არც ნაკლები, მხოლოდ ერთი კათხა დღის რაციონში. ასე რომ, მათ ვისაც გიყვართ ლუდი, შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ, რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში.