LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

435 კმ/სთ სიჩქარით მფრინავი აეროტაქსი დაიმტვრა

46
airtax

ამერიკულმა სტარტაპმა Joby Aviation, რომლის ინვესტორთა სიაშიც ისეთი ბრენდებია როგორიცაა Toyota, სერიული აეროტაქსის საცდელი ფრენა ჩაატარა. თუმცა კომპანიაში ვერ გათვალეს სიჩქარე და უპილოტო აპარატი eVTOL 435 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს დაიმტვრა. ინციდენტის დროს არავინ დაზარალებულა, რადგან აპარატს დისტანციურად მართავდნენ.

მფრინავ ტაქსის ერთ-ერთი სამხედრო ბაზის სიახლოვეს ცდიდნენ. მასზე სპეციალისტები უკვე 10 წელზე მეტია რაც მუშაობენ. ტაქსი 4 მგზავრსა და ერთ პილოტზეა გათვლილი და ერთი დამუხტვით 240 კილომეტრის გავლა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ აპარატმა აქამდე არაერთი ცდა გაიარა და ფრენის დისტანციით რეკორდიც დაამყარა. ამჟამად სპეციალისტებს ექსტრემალური დატვირთვის დროს სხვადასხვა სისტემების მუშაობის გაუმჯობესება მოუწევთ.

თუმცა, ის ფაქტიც გასათვალისწინებელია რომ კომერციული მფრინავი ტაქსი ამ სიჩქარით ალბათ ნამდვილად არ იფრენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები