LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 გუნდი, რომლებიც მთელი სეზონი არ აგებდნენ

146
Ruud-Gullit-ELLE-Man-5

ზოგიერთ გუნდს დიდი ფულის გამო დიდი შანსი აქვს ეროვნული ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგოს, თუმცა როგორც წესი ისინიც ვერ ახერხებენ წაუგებლად ჩაამთავრონ სეზონი.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას ვერავინ გაუმკლავდა. სწორედ ასეთ 5 კლუბზე ვისაუბრებთ.

 

ბენფიკა (1972/73, 1977/78)


პორტუგალიის ყველაზე წარმატებული კლუბი, რომელმაც ისტორიაში ორჯერ დაასრულა სეზონი წაუგებლად. მიუხედავად ამისა, მეორე ასეთ წაუგებელ სეზონში ჩემპიონი მაინც ვერ გახდა. „ბენფიკამ“ 21 მატჩი მოიგო და 9 ფრედ ითამაშა, „პორტომ“ 22 თამაში მოიგო, 7 ფრე და 1 წაგება. ჯამში, თანაბარი ქულები და უკეთესი ბურთებით პორტოელები აღმოჩნდნენ წინ.

 

სელტიკი (2016/17)


ბევრს მიაჩნდა, რომ „რეინჯერსის“ დაბრუნებით, „სელტიკის“ ჰეგემონია დასასრულისკენ წავიდოდა, მაგრამ კელტებმა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარეს.
„სელტიკი“ იმ სეზონში ზედიზედ მე-6 გახდა ჩემპიონი, 34 მატჩი მოიგო და 4 ფრედ ითამაშა. ამასთან, მოიგო ქვეყნის თასი და შოტლანდიის ლიგის თასი. მოკლედ, მთელი სეზონი დაუმარცხებელი იყო.

 

მილანი (1991/92)


ფაბიო კაპელოს „მილანი“ გახდა სერია ა-ს ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონატი წაუგებლად ჩაამთავრა. მომდევნო სეზონში „როსონერიმ“ გააგრძელა წაუგებელი სვლა და 58 მატჩამდე ავიდა.
მაშინ კაპელოს სასწაული შემადგენლობა ყავდა. აქეთ ჰოლანდიელები – გულიტი, რაიკარდი, ვან ბასტენი და ძალიან მაგარი იტალიელები: ბარეზი, ანჩელოტი, მალდინი და ა.შ.

 

იუვენტუსი (2011/12)


ეს სეზონი „იუვესთვის“ ახალი ერის დასაწყისი გახდა: ახალი სტადიონი, ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტეს სახით, ანდრეა პირლოს გამოჩენა და ბოლო 9 წელიწადში პირველი სკუდეტო, თან წაუგებლად.
„იუვენტუსს“ თასის მოგებაც შეეძლო, მაგრამ ფინალი „ნაპოლის“ დაუთმო, რაც ერთადერთი მარცხი იყო შიდა ასპარეზზე.

 

არსენალი (2003/04)


იმ წელს „არსენალი“ ბოლოჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. მაშინ ლონდონელებმა გმირობა ჩაიდინეს და პრემიერლიგაში თამაში არ წაუგიათ – 26 მოგება, 12 ფრე.
„არსენალმა“ ეს დიდი ფულის ხარჯვის გარეშე გააკეთა. „ემირეითსის“ მშენებლობამ ტრანსფერებზე იქონია გავლენა. სეზონის წინ ყველაზე ძვირად მეკარე იენს ლემანი იყიდეს 1.5 მლნ ფუნტად.
სხვა ტურნირებზე „არსენალი“ ასეთი წარმატებული ვერ იყო. ინგლისის თასზე და ლიგის თასზე ნახევარფინალში გაჩერდა, ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში. და მაინც ის სეზონი რჩება უდიადესად „მეთოფეთა“ ისტორიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები