LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მილიონი: Skoda-მ Fabia-ს ტირაჟი გაამხილა

104
5 მილიონი Skoda-მ Fabia-ს ტირაჟი გაამხილა

Skoda Fabia-ს ტირაჟმა 5 მილიონს გადააჭარბა. მნიშვნელოვან ნიშნულს Fabia-მ 26 წლიანი ისტორიის შემდეგ მიაღწია, სწორედ ამდენი წელი გავიდა 1999 წლიდან, ანუ მოდელის ხმაურიანი პრემიერიდან. ამ დროის განმავლობაში Fabia-მ სამჯერ შეიცვალა თაობა, ამჟამად კი მეოთხე გენერაციის Fabia იყიდება, 2021 წლის მოდელი.

აქტუალური Fabia მხოლოდ ჰეტჩბეკის სახით გამოდის, რამეთუ უნივერსალ Combi-ზე ჩეხურმა ავტომწარმოებელმა უარი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თქვა. დღეისთვის ეს ბრენდის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელია, რომელიც გაყიდვების მაჩვენებლით Octavia-ს და Kamiq-ის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

საინტერესოა, რომ გასულ წელს დილერებმა Fabia-ს 117 ათასი ეგზემპლარის რეალიზება შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები