LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მიზეზი, რაც ავტომობილს „კლავს“

128

ადრე თუ გვიან ავტომობილი მწყობრიდან გამოვა, თუმცა ზოგიერთი მძღოლი თავისი ჩვევებით ამ მომენტს უფრო აახლოვებს. სპეციალისტებმა ის ქმედებები დაასახელეს, რაზეც მძღოლებმა უარი უნდა თქვან.

პირველი ადგილი ნახევრად ცარიელი ავზით სიარულმა დაიკავა, რაც განსაკუთრებით „ასაკოვან“ ავტომობილებს აყენებს ზიანს. იმისათვის, რომ საწვავის სისტემა არ დაზიანდეს, ავზში საწვავის მოცულობა სამ/მეოთხედს მაინც უნდა შეადგენდეს. ასევე, სასურველია ავზში საწვავი არა ცოტ-ცოტა, არამედ გავსებამდე ჩაასხათ.

კიდევ ერთი მიზეზი, რაც ავტომობილს კლავს, მისი ტვირთამწეობის მაჩვენებლების უგულვებელყოფაა. როდესაც ავტომობილი გადაიტვირთება, მისი დეტალები უფრო სწრაფად ცვდება.

გავრცელებულია გაუფრთხილებელი მართვა მკვეთრი მანევრებით – მსგავსი მოპყრობა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ვადის შემცირებას იწვევს.

მრავალი მძღოლი ხელის მუხრუჭს მხოლოდ აღმართზე გაჩერებისას იყენებს, თუმცა ის სწორ გზაზეც უნდა გამოიყენოთ, რადგან მისი „საქმეში ჩართვა“ გადაბმულობაზე ამცირებს დატვირთვას.

მძღოლებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს, თუკი ხელი მუდმივად გადაცემათა კოლოფზეა, ის მალე გაფუჭდება. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს რთული სათქმელია. თუმცა, ცალი ხელით ავტომობილის მართვისას იზრდება ავარიაში მოხვედრის შანსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები