LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 რჩევა როგორ მოვუაროთ წვერს

866

დღევანდელ დღეს წვერის ტარება პრესტიჟულად და მოდურად ითვლება. თუმცა, მხოლოდ ტარება საკმარისი არ არის. წვერს შესაბამისი მოვლა სჭირდება. ამიტომ, თუ შენც გადაწყვეტილი გაქვს წვერი მოუშვა, გაითვალისწინე 5 რჩევა, რომელიც მის მოვლაში დაგეხმარება.

გაიგე, როგორ ამოგდის წვერი

უძველესი დროიდან მოყოლები, წვერი მამაკაცურობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იყო. ქალბატონებს ნაწნავების მიხედვით აფასებდნენ, მამაკაცებს კი წვერის მიხედვით. შესაბამისად, თავდაპირველად ეცადეთ წვერი მხოლოდ ერთი კვირით გაიზარდოთ, ასეთი მეთოდით ადვილად მიხვდებით, როგორი ტიპის წვერი ამოგდით. არის ის უხეში, თუ რბილი, რა ადგილებში უფრო სწრაფად იზრდება და ა.შ. თუ საერთო ჯამში შედეგი დაგაკმაყოფილებთ და მხოლოს კანის პატარა პრობლემები წარმოიქმნება, გამოიყენეთ კოსმეტიკური საშუალებები და პრობლემაც თავისთავად მოგვარდება.

აირჩიეთ სასურველი ფორმა

ყველაზე რთული წვერისთვის სასურველი ფორმის მიცემაა. ეს სწორედ ის დეტალია, რაც შემდგომში თქვენს სახეზე წვერის მოხდენას განაპირობებს. არასწორად შერჩეული ფორმები, შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს თქვენს ვიზუალურ მხარეზე. შესაბამისად, რომელიმე ჟურნალიდან ან სურათიდან მისი შერჩევა არც კი გაიფიქროთ, ის აუცილებლად ინდივიდუალური უნდა იყოს.

თუ პროფესიონალების რჩევას გაითვალისწინებთ, წვერი აუცილებლად რამდენიმე კვირის ამოსული ინდა იყოს. სასურველი ფორმის მისაცემად აუცილებლად ესტუმრეთ დალაქს, რომელიც ასეთ საკითხებში ერკვევა და ერთობლივი ძალებით შეარჩიეთ სასურველი ფორმა. ხოლო შემდგომში, კიდევ ესტუმრეთ მას კორექციის მიზნით.

 

 

ისწავლეთ სწორად გაპარსვა

მამაკაცების 50%-მა არ იცის, როგორ უნდა გაიპარსოს წვერი სწორად, რაც ხშირ შემთხვევაში მოზრდილ წვერს ნამდვილად არ უხდება და ამასთანავე, სახის კანსაც უქმნის პრობლემებს. წვერის გაპარსვის დაწყებამდე კანი აუცილებლად უნდა დაარბილოთ, რეკომენდებულია კოსმეტიკური საშუალების დახმარებაც, რომელიც თქვენი კანის ცარიელ ფორებს შეავსებს. წვერის გაპარსვის დროს, ყველაზე მთავარი, საპარსის, თუ ელექტროსაპარსის სწორად შერჩევაა. პროცესის დროს არანაირ დისკომფორტს არ უნდა გრძნობდეთ, ეცადეთ, რომ სახის კანს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მადგეს. მისი დაზიანება როგორც წვერზე, აგრეთვე კანზეც ძალიან ცუდად მოქმედებს.

სწორი და ყოველდღიური მოვლა

კარგი იქნება  ყოველდღიურად წამოზრდილ წვერს თუ შამპუნით დაიბანთ. ასეთი გზით დაიცავთ როგორც წვერს, აგრეთვე სახის კანსაც. მგრძნობიარე კანისთვის რეკომენდებულია ე.წ. სკრაბის გამოყენებაც. გაითვალისწინეთ, რომ მოზრდილ წვერს ყოველდღიურად სჭირდება დავარცხნა და დალაგება. ამასთანავე კარგი იქნება თუ სპეციალურ კოსმეტიკურ საშუალებებსაც მიახმართ.

 

 

წვერის მოდიფიკაცია

ნებისმიერი ხარვეზის დაფარვა შეუძლია წვერს, თუ მას სწორად მოვარგებთ სახეს. თუ ქოქოსის ზეთს გამოიყენებთ, მას ფორმას ადვილად შეუცვლით და გარდა ამისა, გაზრდის მის მოცულობასაც. ხშირი გამოყენების შემთხვევაში წვერი უფრო დამჯერი და ფაფუკიც გახდება. განსაკუთრებით რეკომენდებულია ისეთი მამაკაცებისთვის, რომლებსაც უხეში წვერის გამო, გოგონებთან ექმნებათ პრობლემები.

შესაბამისად თუ წვერის მოდიფიკაციის, ანუ ფორმის შეცვლის სურვილი გაგიჩნდათ, მაშინვე ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტს. პირველ რიგში ძველი გაიპარსეთ. 2 კვირის შემდეგ კი მიეცით მას ახალი იერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები