LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საუკეთესო ვარჯიში, რომლის დახმარებით დამწყები მოვარჯიშე ადვილად მოერევა წონას

917

 

მამაკაცები, რომლებმაც გადაწყვიტეს წონაში დაკლება, რატომღაც მუდამ სირბილისკენ მიისწრაფვიან. თუმცა მხოლოდ სირბილი არ გამოგვადგება. ასეთი პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია სირბილს სხვა დამატებითი ვარჯიშებიც შევუთავსოთ, რაც პროცესს სასიამოვნოს და უფრო ეფექტურს გახდის.

 

გთავაზობთ 5 ვარჯიშს, რომლებსაც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მწვრთნელები იყენებენ.

 

სახტომელა

სხეულის გასაუხრებლად ყველაზე კარგი საშუალება სახტომელაა. ასეთ ვარჯიშს ძირითადად მოკრივეები მიმართავენ, რაც წონაში დასაკლებად, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამ ვარჯიშის მთავარი პრინციპი ფეხების ცვალებადობაა ხტუნაობის დროს, რაც ნახევარ საათში 300 კალორიამდე წვავს. 5-ჯერ მისვლა 120 ნახტომამდე დაგეხმარებათ მიზნის ეფექტურად მიღწევაში.

 

საკუთარი წონის მკაცრი კონტროლი

არაა აუცილებელი სპორტდარბაზში შესვლისთანავე, ტრენაჟორებზე სათითაოდ ვივარჯიშოთ, ბევრი მათგან სწორედ წონის მოსამატებლად გამოიყენება. საჭიროა ზედმიწევნით ავარჩიოთ ისეთი ტრენაჟორი, რომელიც დაგვეხმარება წონის დაგდებაში და არა პირიქით. მწვრთნელები გვირჩევენ სირბილის შემდეგ დავდკეთ კედელთან, დავიკავოთ პატარა გირი, მოვათავსოთ ფეხების სისწორეზე და ავწ იოთ ისეთ დონეზე, სადამდეც შეგვიძლია, გავიმეოროთ რამდენჯერმე შესვენებებით.  ასეთი ვარჯიშით ჩვენ ისეთ კუნთებს გავიმაგრებთ, რომლებიც შემდგომში დაგვეხმარებიან სწრაფად კალორიების დაწვაში – შესაბამისად ცხიმებისაც.

 

განტელებით მოჩვენებებთან „ჩხუბი“

 

კიდევ ერთი ვარჯიში კრივის სამყაროდან, ეს ვარჯიში შეიძლება მოსაწყენად მოგვეჩვენოს, მით უმეტეს განტელებით ხელში, თუმცა საკმაოდ ეფექტურია. აიღეთ ყველაზე მჩატე განტელები და განახორციელეთ დარტყმები იმდენად სწრაფად, რამდენადაც შეგიძლიათ 50 წამის განმავლობაში. დაისვენეთ 10 წამი და გაიმეორეთ იგივე 5-7-ჯერ. ეს ვარჯიში გააკეთეთ სარკის წინ, რათა უფრო თვალსაჩინო იყოს თქვენი გარდასახვა დიდი წონიდან მცირემდე.

 

აზიდვები

ამ ვარჯიშის უპატივცემულოდ დატოვება ძალიან დიდი შეცდომაა. თუ მას სწორად შევასრულებთ, გავიმაგრებთ მკერდისა და ხელის კუნთებს, რაც საშუალებას მოგვცემს მიზანს სწრაფად მივაღწიოთ. თუ აქამდე ეს ვარჯიში არასდროს გაგიკეთებიათ, ეცადეთ მუხლები ბოლომდე დაადოთ იატაკს.

 

ინტერვალებით სირბილი

ერთ ტემპში სირბილი, არ გამოგვადგება. თუ გნებავთ ეფექტურად დაიკლოთ წონაში, აუცილებელია გულსისხლძარღვთა სისტემა მეტად დავტვირთოთ. ირბინეთ 1 წუთის განმავლობაში თქვენი სისწრაფის 80%-ით, შემდეგ 1 წუთი დაისვენეთ. გაიმეორეთ 5-ჯერ. თუ ამ დავალების უფრო გართულება გსურთ, მაშინ ირბინეთ აღმართზე. ტკივილი ფეხებში პირდაპირ მიგვანიშნებს წონაში დაკლებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები