LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 ლოგო ერთ მაისურზე: რა აზრი აქვს ასეთ სპონსორობას

34

არგენტინის ჩემპიონატის მეხუთე დივიზიონის კლუბმა ”სენტენარიომ” ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა, რომელზეც 50 სპონსორი კომპანიის ლოგოტიპია გამოსახული.

”ყველა სპონსორმა კომპანიამ გადაიხადა იმდენი, რამდენიც შეეძლო და ჩვენ ვცადეთ ყოველი მათგანის ლოგოსათვის საუკეთესო ადგილი მიგვეჩინა ფორმაზე. ზოგიერთი კომპანიის სახელი კი მაისურზე მათ მიერ გაწეული დახმარების გამო მოხვდა. მაგალითად, ერთ-ერთმა მათგანმა კლუბს კვადროციკლი აჩუქა”, – განაცხადა Goal-თან საუბრისას კლუბის პრეზიდენტმა გუსტავო გომესმა.

გასულ სეზონში ”სენტენარიოს” მაისურზე 34 სპონსორი ფირმის ლოგოტიპი იყო დატანილი. სავარაუდოდ გულშემატკივარს კლუბის საკუთარი ლოგოს დანახვა ფორმაზე საკმაოდ უნდა გაუჭირდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები