LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

53 წლის სარა ჯესიკა პარკერი ულამაზეს წითელ კაბაში (ფოტო)

96

სარა ჯესიკა პარკერი ამჯერად მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში საბალეტო სეზონის გახსნას დაესწრო. 53 წლის ლამაზმანი ბრწყინავდა Giles-ის ულამაზეს წითელ საღამოს კაბაში, რომელიც ამავე ფერის ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. სხვათაშორის წითელი ფეხსაცმელი სარა ჯესიკა პარკერმა საკუთარი კოლექციიდან შეარჩია. ანსამბლს კი Bienen-Davis-ის ჩანთა შეუხამა.

წითელი კაბა შავი გამჭირვალე სახელოებით იყო გაფორმებული, ასეთივე ფაქტურის ქსოვილი კაბას ზურგზეც ჰქონდა დატანილი. ამ კაბით სარა ჯესიკა პარკერმა ყველას ქერი ბრედშოუ გაახსენა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები