56 წლის სარბოლო ფერარი 45 მილიონ დოლარად შეაფასეს. Sotheby’s აუქციონის სახლმა გასაყიდად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლასიკური ავტომობილი Ferrari 250 GTO გამოიტანა. სპორტქარი თავიდან სატესტო ავტომობილის როლს ასრულებდა, 1962 წელს კი მას ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონი ფილ ჰილი მართავდა. მოდელი სიცილიურ რბოლაში Targa Florio-შიც საკმაოდ წარმატებით გამოვიდა. Ferrari ნომრით 3412Gt, იტალიური ბრენდის მიერ გამოშვებული მესამე ავტომობილია. სპორტქარი ბრენდის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად ითვლება და მისი შეძენის შესაძლებლობა ავტომოყვარულებს პირველად მიეცემათ. მანქანის პირველი მფლობელი კი Ferrari-ს მუდმივი კლიენტი ედუარდო ლუალდი-გაბარდი იყო. ედუარდო ათობით რბოლაში მონაწილეობდა და 9 მათგანი მოიგო კიდეც. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აუქციონზე 1963 წლის ფერარიც გაიყიდა და უცნობმა კოლექციონერმა მასში რეკორდული თანხა – 70 მილიონი დოლარი გადაიხადა.