ჯონ გოტმანი ცნობილი ფსიქოლოგია, რომელიც ოჯახური ბედნიერების სადუმლოს 40 წელია სწავლობს. საკმარისია ხუთ წუთიანი დიალოგი მასთან, რომ განსაზღვროს, ელის თუ არა წყვილს განქორწინება.
წიგნში „წარმატებული ქორწინების 7 პრინციპი“ ის ეყრდნობა ოთხ ინდიკატორს, რომელიც განსაზღვარს მეუღლეების ურთიერთობას მომავალში. სწორედ გოტმანის თეორიით გახდა ცნობილი, რომ წარუმატებელი ქორწინება ზრდის დაავადებების რისკს 35 %-ით.
ჯონ გოტმანი გვთავაზობს 7 მარტივ რეკომენდაციას, რომლის გათვალიწინებითაც ოჯახი არასოდეს მივა დანგრევის პირას:
- დროულად მიაკითხეთ რჩევისთვის სპეციალისტს
თუ თვლით, რომ თქვენს ოჯახურ თანაცხოვრებაში პრობლემებია, დროულად მიაკითხეთ რჩევისთვის სპეციალისტს. ხშირად, წყვილი წლობით იცდის, რათა ურთიერთობა თავისით დალაგდეს. ამ დროს შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო უმართავი გახდეს. თუ სპეციალისტთან ვიზიტის მზაობა ორმხრივი არაა, სჯობს ეს მარტომ გააკეთოთ. (ვრცლად)