LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 საავტომობილო ბრენდი, რომელმაც წარმატებას ვერ მიაღწია

92

წარმატებული საავტომობილო ბრენდების გარდა, მსოფლიოში არსებობდნენ ისეთი მარკებიც, რომლებმაც მიუხედავად დიდი პოპულარობისა, წარმატების მიღწევა ვერ მოახერხეს. ასეთი მარკები ძილითადად პოპულარული ავტომწარმოებლების შვილობილი კომპანიები გახდნენ. Toyota, General Motors, Ford – ეს იმ ცნობილი კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც შვილობილი კომპანიების დაარსება გადაწყვიტეს, ხოლო წარუმატებლობის გამო მათი უმეტესობა დღესდღეობით ლიკვიდირებულია. გთავაზობთ 7 საავტომობილო ბრენდს, რომლებმაც პოპულარობის მიუხედავად წარმატებას ვერ მიაღწიეს.

 

 

Scion

Scion კომპანია Toyota-ს შვილობილი ბრენდია, რომელიც იაპონელებმა 2002 წელს დარსეს. დაარსებიდან ლიკვიდაციამდე Scion-ის მარკის ქვეშ 60ათასამდე ავტომობილის რეალიზება მოახერხა, რაც არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა Toyota-სთვის. სწორედ გაყიდვების სიმცირის გამო კომპანიის წარმოება შეჩერდა, ხოლო Scion-ის მარკის ავტომობილები, ამ ეტაპზე Toyota-ს მიერ იწარმოება.

 

 

Edsel

ამ მარკის ისტორია ჰენრი ფორდს უკავშირდება, თუმცა საავტომობილო ისტორიაში ყველაზე წარუმატებელ ავტომწარმოებლად ითვლება. აგრესიული სარეკლამო კამპანიისა და ძვირადღირებული მოდელების გამო, კომპანიამ მხოლოდ 2 წელი იარსება.

 

 

Imperial

ეს მარკა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კომპანია Chrysler-ს ეკუთვნოდა. 1926 წელს დაარსებულმა Imperial-მა, ძალიან მალე აითვისა ამერიკული ბაზარი და კონკურენციას უწევდა Cadillac-სა და Lincoln-ს, თუმცა, საბოლოო ჯამში Chrysler-ის ფინანსურმა წარუმატებლობამ Imperial-ის გაკოტრებაც გამოიწვია.

 

 

SRT

ამ სიაში ავტომოყვარულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი მარკა SRT-ც მოხვდა, რომელიც Chrysler-ისა და Fiat-ის შვილობილი კომპანიაა. დამოუკიდებელი არსებობის 2 წლის განმავლობაში SRT-მ მხოლოდ ერთი, განახლებული Dodge Viper V10-ის დამზადება მოასწრო. გაყიდვების სიმცირის გამო, მარკა საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა და კვლავაც Chrusler-ის სახელის ქვეშ განაგრძო მოღვაწეობა.

 

 

Maybach

2000-ანი წლების დასაწყისში Mercedes-Benz-მა გადაწყვიტა სისრულეში მოეყვანა ახალი ბრენდის Maybach-ის ჩამოყალიბების იდეა, რომელიც 1960 გაჩნდა, თუმცა, ცალკეულ ბრენდად მისი არსებობა არც თუ ისე წარმატებული გამოდგა, რადგან Maybach ძირითადად ძვირადღირებულ, მდიდრულ ავტომობილებს აწარმოებდა, რამაც არასახარბიელო შედეგები მოუტანა კომპანიას და დღესდღეობით მოღვაწეობას სწორედ Mercedes-Benz-ის ბრენდის სახელის ქვეშ აგრძელებს და აქტიურადაა ჩართული Mercedes-Benz-ის სხვადასხვა მოდელების დამზადებაში.

 

 

Saturn

ამერიკული GM-ს კიდევ ერთი სუბ ბრენდი Saturn 1980 წელს დაარსდა. მისი სახელი კი შატლს მიეძღვნა, რომელმაც ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე დასვა. საკუთარი სადილერო სახლითა და მაღალტექნოლოგიური ავტომობილების დამზადებით კომპანია ძალიან მალე გახდა პოპულარული, თუმცა, 90-ანი წლების შემდეგ, ბრენდმა ნელ-ნელა პოპულარობა დაკარგა და 2009 წელს General Motors-მა მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

Hummer

კიდევ ერთი ამერიკული და თანაც საკმაოდ პოპულარული ბრენდი Hummer, 1992 წელს General Motors-მა დააარსა. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც GM ამერიკული არმიის სატრანსპორტო პარტნიორი გახდა და სპეციალურად სამხედროებისთვის დაიწყო ავტომობილების წარმოება. 2002 წელს Hummer-მა პირველი სერიული ავტომობილი წარადგინა, რომელმაც პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მალე მოიპოვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თითოეული ავტომობილის დამზადება კომპანიას ძალიან ძვირი უჯდებოდა, შესაბამისად მისი საბაზრო ღირებულებაც არც ისე მისაწვდომი იყო მოსახლეობისთვის, რამაც 2009 წლისთვის General Motors-ს ბრენდის ლიკვიდირების გადაწყვეტილება მიაღებინა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები