LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

79 წლის Bugatti 10 მილიონ დოლარად გაიყიდა (გალერეა)

95

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აუქციონზე Bonham’s, რომელიც წელს კუნძულ ამელია-აილენდზე ჩატარდა, 1937 წელს გამოშვებული Bugatti 57SC Sport Tourer 9,73 მილიონ დოლარად გაიყიდა.

როგორც Bonham’s-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ავტომობილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული 57S გახლავთ, რაც კი როდესმე აუქციონზე გაყიდულა. ავტომობილის საწყისმა ფასმა 6 მილიონი დოლარი შეადგინა და ამერიკელმა კოლექციონერმა თითქმის 10 მილიონად შეიძინა, რომლის სახელი და გვარი არ ხმაურდება.

გაყიდული Bugatti 57SC Sports Tourer-ის პირველი მოდელი წარმოებაში ჩაშვებიდანვე ანუ 1937 წელს გამოჩნდა ნიუ-ორკის ქუჩებში. მის კაპოტქვეშ მოთავსებულია 3,3 ლიტრიანი 8 ცილინდრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 200 ცხენის ძალაა, მისი მართვა კი 4 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით შეიძლება.

საერთო ჯამში Bonham’s-ის აუქციონზე 95 საავტომობილო ლოტი იქნა წარდგენილი, გაყიდული მოდელების ჯამურმა შემოსავალმა კი 27,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველაზე ძვირადღირებული კი, როგორც უკვე მოგახსენეთ Bugatti აღმოჩნდა, მეორე და მესამე ადგილი გაყიდვების მიხედვით Mercedes-Benz 540K Cabriolet-მა და Ferrari 275 GTB/4-მ დაიკავეს. მათი ფასი თითქმის 3 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები