LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ განახლებული GT86 კუპე წარადგინა

64

ნიუ-იორკის ავტოსალონის გახსნამდე, რამდენიმე დღით ადრე, კომპანია Toyota-მ განახლებული ავტომობილი GT86 წარადგინა, რომელიც ამერიკულ ბაზარზე Scion FR-S-ს სახელითაა ცნობილი.

განახლება შეეხო როგორც ვიზუალურ დიზაინს, აგრეთვე ძრავსაც. საქმე იმაში გახლავთ, რომ ახალ GT86-ს წინამორბედისგან განსხვავებული წინა ტუჩი, განათების სისტემა აქვს. რაც შეეხება ძრავის ცვლილებას, მექანიკური გადაცემათა კოლოფით წარდგენილი განახლებული ძრავის სიმძლავრემ 5 ცხენის ძალით მოიმატა და ჯამში 205 შეადგინა, ხოლო ავტომატურ გადაცემათა კოლოფით წარდგენილი მოდელის სიმძლავრე კვლავაც 200 ცხენის ძალა დარჩა.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ შეცვლილია სამართავი პანელი. სტანდარტულისგან გასხვავებით, განახლებული ვერსიის ცენტრალურ კონსოლზე გამოტანილია დიდი ეკრანი, რომელიც ავტომობილის მძღოლს ტექნიკური გამრთულობის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

საინტერესოა, რომ GT86 თითქმის ყველა საავტომობილო ბაზარზე გაიყიდება. როგორც კომპანიის ამერკული განყოფილების წარმომადგენელი ბილ ფეი აცხადებს, ავტომობილის გაყიდვები წლევანდელი წლის დასასრულს დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები