LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1949
მიხეილ ცაგარელი

ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მასზე დაყრდნობით შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

მოერიდეთ ჭორაობას და იმ დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულება მომავალში გაგიჭირდებათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, საჩუქრების და ანტიკვარული ნივთების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კბილების და გრძნობის ორგანოების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ღვიძლს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი და ცისფერი, ასევე ზურმუხტი, რაუხტოპაზი, მარგალიტი, ოპალი და აქატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები