LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროს ფინალისტები მშვიდობიანად დაშორდნენ

28

ევროპის ქალაქებში რამდენიმე ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელთაგან, ყველაზე დიდ ინტერესს ევროპის წინა ჩემპიონატის ფინალისტთა – იტალიისა და ესპანეთის მატჩი იწვევდა ქალაქ უდინეს განახლებულ სტადიონ “ფრიულიზე”.

ანტონიო კონტემ შემადგენლობაში ექსპერიმენტებს უფრო თამამად მიმართა, ვიდრე მისმა ვიზავიმ, ვისენტე დელ ბოსკემ.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და მთავარი მოვლენები მეორეში განვითარდა. 68-ე წუთზე ჯაკერინის პასით გოლი შეცვლაზე შესულმა ლორენცო ინსინიემ გაიტანა, ესპანელებმა მალევე, მაგრამ საკამათო სიტუაციაში გაიტანეს – ეს 35 წლის თითქმის დებიუტანტმა არიც ადურისმა მოახერხა – 1:1.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ესპანელთა კარის დარაჯი დავიდ დე ხეა იყო, რომელმაც ერთი-ორჯერ იხსნა სტუმრები აშკარა გოლისგან.

იტალიის ნაკრები უკეთესი იყო, ერთადერთი, რაც “სკუადრამ” მეტოქეს დაუთმო, იყო ბურთის კონტროლი.

იტალია-ესპანეთი 1:1
გოლები: 1:0 ინსინიე (68), 1:1 ადურისი (70)
იტალია: ბუფონი – ფლორენცი (89. დე სილვესტრი), დარმიანი, ბონუჩი, ასტორი, ჯაკერინი (79. ანტონელი) – კანდრევა (60. ბერნარდესკი), პაროლო (89. ჟორჟინიო), ტ. მოტა, ედერი (51. ინსინიე) – პელე (60. ძაძა)
ესპანეთი: დე ხეა – ხუანფრანი (79. ალბა), პიკე, ს. რამოსი (46. ნაჩო), ასპილიკუეტა – მატა (46. კოკე), ტ. ალკანტარა (61. ისკო), სან ხოსე, ფაბრეგასი – მორატა (86. პ. ალკარესი), ადურისი (71. დ. სილვა)
მალტა-მოლდოვა 0:0

ესტონეთი-ნორვეგია 0:0

საბერძნეთი-ჩერნოგორია 2:1
გოლები: 1:0 ცაველასი (54), 1:1 ტომაშევიჩი (56), 2:1 კარელისი (63)

თურქეთი-შვედეთი 2:1
გოლები: 1:0 ტოსუნი (32), 1:1 გრანკვისტი (74), 2:1 ტოსუნი (81)

დანია-ისლანდია 2:1
გოლები: 1:0 ნ. იორგენსენი (50), 2:0 ნ. იორგენსენი (54), 2:1 ტრაუსტასონი (90)

უკრაინა-კვიპროსი 1:0
გოლი: 1:0 სტეპანენკო (40)

ჩეხეთი-შოტლანდია 0:1
გოლი: 0:1 ანია (10)

უელსი-ჩრ. ირლანდია 1:1
გოლები: 0:1 კეტკარტი (60), 1:1 ჩერჩი (89-პენ)
დღეს და ხვალ კიდევ ბევრი ამხანაგური მატჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები