LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანის და ემილი რატაჟკოვსკის ორმაგი სიშიშვლე

27

კიმ კარდაშიანის შიშველმა სელფიმ ცოტა ხნის წინ მთელი ინტერნეტ სივრცე ააფეთქა. ამას მოჰყვა შეფასებები ცნობილი ადამიანების მხრიდან, პაროდიები და საინტერესო ინტერპრეტაციები. ამჯერად კიმ კარდაშიანს ცნობილი მოდელი, ემილი რატაჟკოვსკი შეუერთდა. ქალბატონებმა ამჯერად აქციის ფორმატში გაიხადეს „ქალთა უფლებებისთვის იყვნენ სექსუალურები“.

როგორც ჩანს, ბოლო დროს კიმი და ემილი დამეგობრდნენ. რატაჟკოვსკი პირველი იყო, ვინც კიმ კარდაშიანის დასაცავად გამოვიდა, როცა მას „შიშველი სელფის“ გამო აკრიტიკებდნენ. საპასუხოდ მოდელმა ტოპლეს ფოტო გააზიარა სოციალურ ქსელში, ხოლო რამდენიმე დღეში ყვავილების თაიგული, რომელიც მას მადლობის ნიშნად კიმ კარდაშიანმა გაუგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები