LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმი ვარდის ქალიშვილს ემუქრებიან

22

პოლიციამ გამოძიება დაიწყო ჯეიმი ვარდის ქალიშვილის მისამართით გამოთქმული მუქარების გამო.
ფეხბურთელის მეუღლის ტვიტერს პედოფილებმა შეუტიეს.

ლესტერშირის საგრაფოს პოლიციაში სექსუალური ხასიათის მუქარაზე საჩივარი შევიდა, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის ერთი წლის შვილს ეხება.

ვარდის ცოლმა რებეკა ნიკოლსონმა კვირას ”ლესტერისა” და ”საუთჰემპტონის” მატჩის დაწყებამდე გუნდის ფორმაში გამოწყობილი ქალიშვილის ფოტო დადო ზურგზე წარწერით ”მამიკო”. მოგვიანებით სხვადასხვა მომხმარებლის მხრიდან ბავშვის მისამართით სექსუალური შინაარსის მუქარები გაისმა.

”ჯეიმის და მის ოჯახს სრული მხარდაჭერა შევთავაზეთ ამ შოკისმომგვრელი განცხადებების გამო და საქმე პოლიციას გადავეცით”, – განაცხადა ”ლესტერის” წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები