LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიგას გავარდნა ჯობს: რა ფული იშოვეს ინგლისურმა გუნდებმა

20

“ლესტერმა” წელს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლით 78 მლნ ევრო გამოიმუშავა, ”სანდერლენდმა” კი, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში ბოლო, მეოცე ადგილზეა და მომავალ სეზონში ქვედა ლიგაში იასპარეზებს, 118 მლნ ევრო.

Daily Mail-მა გამოაქვეყნა იმ თანხების ოდენობა, რომელიც პრემიერლიგის კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში გამოიმუშავეს. ამ მონაცემებით პირველ ადგილს სწორედ ”ლესტერი” იკავებს. ”მელიებს” მოსდევს ”არსენალი, რომელიც 62 მლნ ევროს მიიღებს. მესამეადგილოსანმა ”მანჩესტერ სიტიმ” 48 მლნ ევრო გამოიმუშავა, ”ტოტენჰემმა” კი 41 მლნ.

როგორც მოგეხსენებათ, ”ლესტერმა” ბოლომ დატოვა ჩემპიონთა ლიგა ინგლისური კლუბებიდან. გუნდი უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს 1/4 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, სადაც მადრიდის ”ატლეტიკოსთან” ორი მატჩის ჯამში 1:2 წააგო.
”არსენალი” და ”სიტი” ლიგას 1/8 ფინალში გამოეთიშნენ, ”ტოტენჰემი” კი ჯგუფური ეტაპიდან.

”სანდერლენდმა” ინგლისის ჩემპიონატში სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე პრემიერლიგაში დარჩენის ყველანაირი შანსი დაკარგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები