LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელებმა 603 ცხენის ძალის მქონე სუპერქარი წარადგინეს

29

ჩინურმა კომპანიამ BAIC პეკინის ავტოშოუზე ელექტროძრავით აღჭურვილი, 603 ცხენის ძალის მქონე სუპერქარი Arcfox-7 წარადგინა. რბოლიდი, რომელიც მონაწილეობას Formula-E-ს შეჯიბრებებში მიიღებს, ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.

ცნობილია, რომ ავტომობილს სარბოლო გუნდი Campos Racing ჩაიბარებს და პირველი რბოლასაც ამ გუნდის სახელით გამართავს. სუპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 260კმ/სთ-ა, ხოლო 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას რბოლიდი 3 წამს ანდომებს. სრულად დამუხტვის შემთხვევაში კი მას 299კმ მანძილის დაფარვა შეუძლია.

ორკარიანი რბოლიდის კარები დაკომპლექტებულია ”თოლიის ფრთების” მსგავსად, აგრეთვე აღჭურვილია სხვადასხვა რეჟიმითა და უახლესი ტექნოლოგიებით. ჯერჯერობით უცნობია თუ რა იქნება სუპერქარის ღირებულება, თუმცა ის წლის ბოლომდე ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები