ავტობანის მშენებლობის საშუალო წლიური ხარჯი, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, 14 პროცენტითა არის გაიაფებული. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გადაცემა ”არჩევანში” განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 2006-2012 წლებში, საშუალოდ ერთი კილომეტრი გზის დაგება 11,5 მილიონი ლარი ჯდებოდა, ახალი ხელისუფლების პერიოდში კი 9,9 მილიონი ლარი ჯდება.
”2006-2013 წლებში საშუალოდ, წლიურად, წინა ხელისუფლება ავტობანზე ხარჯავდა 116 მილიონს, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, 2013 წლიდან 2015 წლამდე საშუალოდ ვხარჯავთ 280 მილიონ ლარს. ამასთან, წინა ხელისუფლების პერიოდში ყოველწლიურად, საშუალოდ გზის 10 კილომეტრი იგებოდა, მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში იგება 28 კილომეტრი გზა”, – განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.