მდივანმა 63 ათასი მოიგო იმ კუპონით, რომელიც ბოსმა აჩუქა. ფსონი 13 ევრო იყო. რაზე მოიგო? – რა თქმა უნდა, პასუხი მარტივია: ლესტერი!
აი კიდევ ერთი ისტორია არც ისე დიდი ადამიანების დიდ მოგებაზე.
პატარა ინგლისური ქალაქის ოდბის კერძო კლინიკის თანამშრომელმა 50 ათასი ფუნტი (63 ათას ევროზე მეტი) მოიგო, რომელმაც ბოსის მიერ ნაჩუქარი კუპონით ისარგებლა. ფსონი 10 ფუნტიანი (12,7 ევრო) იყო და პრემიერლიგაში „მელიების“ ჩემპიონობას ითვალისწინებდა.
58 წლის მენდი კლარკი მთელი ცხოვრება „ლესტერს“ გულშემატკივრობდა და ახლა ორმაგ შოკშია: საყვარელმა გუნდმაც მოიგო და ამით თვითონაც საკმაო ფული იშოვა.
„25 წელია „ლესტერის“ ფანი ვარ, ყველა მატჩს ვუყურებ. რა თქმა უნდა, აქამდე ბევრის გადატანა მიხდებოდა, რადგან კოლეგები ხშირად დამცინოდნენ“, – თქვა გახარებულმა მდივანმა და იღბლიანი კუპონი სამუშაო ადგილზე გამოაკრა მინაწერით: „გწამდეს და ყველაფერი გამოვა“.
ქალს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს ფულს რაში და როგორ დახარჯავს.
შეგახსენებთ, „ლესტერის“ ჩემპიონობაზე კოეფიციენტი 5000/1 იყო.