დევიდ ბექჰემმა უსახლკაროს ლუდი და ბურგერი უყიდა და მასთან ერთად გაისეირნა.
ლეგენდარული ნახევარმცველის მორიგი ლამაზი ჟესტი.
ბექჰემმა კვირას ოჯახის დღე ლონდონის სამხრეთ-დასავლეთში გაატარა. მან სამ უმცროს შვილთან ერთად ისაუზმა და მერე ახლოს მყოფ უსახლკარო მამაკაცს ლუდი და ჰამბურგერი უყიდა.
უქონელ მამაკაცს ვარსკვლავის საქციელზე სახე გაუბრწყინდა. მათ ცოტა ისაუბრეს კიდეც.
დევიდ ბექჰემი მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო აქდიებში.