LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეფე ქველმოქმედებისათვის: მბაპემ პელეს პორტრეტი ნახევარ მილიონად იყიდა

119
Killian Mbappé a acheté ce tableau de Pelé lors du gala de charité PARIS FOR GOOD qui s'est tenu Place Vendôme à Paris, le 16 mai 2024

კილიან მბაპემ პელეს პორტრეტი შეიძინა და მასში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა.

პსჟ-ს ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აუქციონში, რომელიც კომპანია Artcurial-მა ჩაატარა ფონდ „პარი სენ-ჟერმენის“ დასახმარებლად.

სურათს „მეფე“ ჰქვია და ქუჩის მხატვარმა Hopare-მა დახატა 2023 წელს 200х150 სმ-იან ტილოზე. ის სავაჭროდ რომ გაიტანეს, 5 ათას ევროდ შეაფასეს.

თავდაპირველად 6 ადამიანს სურდა ყიდვა. როდესაც ფასმა 300 ათასს მიაღწია, მბაპე და აშრაფ ჰაკიმი დარჩნენ. ბოლოს კილიანმა აჯობა და 520 ათასი ევროც გადაიხადა.

სულ საქველმოქმედო საღამოზე 2.7 მლნ ევრო მოაგროვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები