LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს კომენტარი – ისტორიაში ყველაზე პოპულარულია: მან მბაპეს გზა დაულოცა

111
Capture

პორტუგალიელს კიდევ ერთი რეკორდი წამოეწია.

„ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ როგორ ბრწყინავ „ბერნაბეუზე“ – დაწერა კრიშტიანო რონალდომ კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლაზე.

ასე გამოიყურება რონალდოს მორიგი რეკორდი. სწორედ მან დატოვა ინსტაგრამის ისტორიაში ყველაზე მეტი კომენტარის მომგროვებელი პოსტი – რეაქციამ 5 მილიონს მიაღწია.

რონალდომ აჯობა მომხმარებელ fiven9nekid-ს, რომელმაც გასულ წელს ბიჭუნას პოსტი დააკომენტარა.

კრიშტიანო დიდი ხანია ყველაზე პოპულარული ადამიანია ინსტაგრამზე. 2022-ში პირველმა მოაგროვა მსოფლიოში ნახევარ მილირდზე მეტი გამომწერი., 2023-ში უკვე 600 მილიონი. ახლა პორტუგალიელს 631 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ამაზე მეტი მხოლოდ ინსტაგრამის ოფიციალურ ექანუთს აქვს – 672.

რონალდოს ლეო მესი მიყვება – 503 მლნ. ტოპ 10-ში მეტი ფეხბურთელი არავინაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები