LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

700 მილიონი მბაპესთვის: ნახეთ რამდენი გამოდის თვეში, კვირაში, დღეში, წუთში, წამში…

176
Screenshot 2023-07-25 141031

კილიან მბაპეს წარმოუდგენელ კონტრაქტს სთავაზობენ საუდის არაბეთში: 700 მლნ ევრო წელიწადში.

ამ მასშტაბის შეფასება ძალიან ძნელია.

რა გამოდის?

58.3 მლნ – თვეში
14.58 მლნ – კვირაში
1.94 მლნ – დღეში
81 ათასი – საათში
1.35 ათასი – წუთში
23.1 – წამში

ამბობენ, ყველა ბონუსის ჩათვლით შესაძლოა ფრანგის შემოსავალმა „ალ ჰილალში“ 1 მილიარდ ევროს გადააჭარბოს.

ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, რომ კლუბი მხოლოდ 200 მილიონს გადაიხდის (გადასახადების გადახდის შემდეგ). 700 მლნ გამოდის რიგი სარეკლამო კონტრაქტების გაფორმების შემდეგ. საუდელები აპირებენ მბაპეს მთელი შემოსავალი დაუტოვონ საიმიჯო უფლებების გამოყენებისას.

პსჟ-ში მბაპეს ხელფასი სასაცილოდ ჩანს, თუმცა ცოტა არც იქ აქვს – 40 მლნ წელიწადში.

„რეალთან“ შესაძლო კონტრაქტი უფრო მოკრძალებულია: კილიანის ხელფასმა შესაძლოა 25 მლნ ევრო შეადგინოს. თუ ფეხბურთელი რამდენიმე ბონუსს გამოჰკრავს ხელს (გოლები, ჩემპიონთა ლიგის მოგება, „ოქროს ბურთის“ მოპოვება), მაშინ შემოსავალი შესაძლოა 35 მლნ ევრომდე გაიზარდოს.

მბაპეს არნახულ შეთავაზებას ნბა-ს სუპერვარსკვლავი იანის ადეტოკუმბო გამოეხმაურა, რომლის ანაზღაურება ამერიკაში 46 მილიონია: „მე ამიყვანეთ, ვგავარ კილიანს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები