LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰემატომა

197
ჰემატომა

ჰემატომა არის თხევადი სისხლის ან სისხლის კოლტების გროვა, რომელიც წარმოიქმნება სისხლძარღვის გახეთქვით. ყველაზე გავრცელებულია სილურჯე. 

ჰემატომა აწვება ირგვლივ მდებარე ქსოვილებს ან ორგანოებს და შეიძლება გამოიწვიოს გართულებები. ჰემატომის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს დაჟეჟილობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს დარტყმის ან დაცემის შედეგად. იგი შეიძლება წარმოიქმნას სხეულის სხვადასხვა ადგილას – კიდურებზე, ტანსა და თავზეც კი. გარდა დაჟეჟილობისა, ჰემატომის მიზეზი შეიძლება იყოს ქსოვილების ინტენსიური ზეწოლა და გაჭიმვა ამოვარდნილობის ან მოტეხილობის დროს.

მცირე ზომის დაზიანებები, როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს და თავისთავად გაიწოვება რამდენიმე დღეში. დიდი ზომის ჰემატომებისას არსებობს ინფექციის შეჭრისა და დაჩირქების საშიშროება. ყველაზე ხშირად ჰემატომა უვითარდებათ ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დიდი ფიზიკური აქტიურობა. რისკჯგუფში შედიან ის ადამიანებიც, რომელთაც სისხლძარღვის კედლების მომატებული სიმყიფე და სისხლის შედედების დარღვევები აქვთ. ჰემატომის ვიზუალური სიმპტომები უფრო კარგად შესამჩნევია, როდესაც სისხლის ჩაქცევა კანქვეშა შრეში ხდება. თუ კოლტი წარმოიქმნება რბილი ქსოვილების უფრო ღრმა ფენებში, გარედან შესამჩნევია მხოლოდ მცირე ზომის, მაგრამ მტკივნეული შესიება. ასეთი წარმონაქმნები უფრო საშიშია, რადგანაც პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს და შეიძლება ახლდეს გართულებები.

სისხლჩაქცევა ჯანმრთელობისთვის ყოველთვის საშიშია, ამიტომ საჭიროა სამედიცინო დახმარების მიღება: სხეულის დაზიანებული ნაწილის, ორგანოს ან სახსრის ულტრაბგერითი კვლევა; დაზიანებული ადგილის რენტგენოგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია; სახსრის ან ორგანოს ფუნქცია, სადაც ხანგრძლივად გროვდებოდა სისხლი. ჰემატომის ხასიათისა და თავისებურებების დადგენის შემდეგ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ინიშნება: ფიზიოთერაპიული პროცედურები; ტარდება ქირურგიული ჩარევა დაგროვებული კოლტების მოსაშორებლად და ღრუს გამოსარეცხად; შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკოთერაპია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები