საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ იუნა შაფათავა კვლავ საქართველოში დაბრუნდა და აჭარაში იმყოფება. სექს-სიმბოლომ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ბათუმის სანაპიროზე გადაღებული სურათი გამოქვეყნა, რომელმაც მისი ფეისბუქ-მეგობრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
თვალშისაცემია იუნას სხეულიც, რომელიც არც სოციალური ქსელის მომხმარებლებს გამოპარვიათ და აღნიშნავენ, რომ შესანიშნავ ფორმაშია. მიუხედავად ამისა, იუნა ფოტოს კომენტარებში წერს – “ჭამის გარდა თუ რამეს ვაკეთებდე”…