LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიური თამაშების მედლებს გადაგდებული სმარტფონებისგან გააკეთებენ

33

2020 წლის ოლიმპიური თამაშების მედლებს ძველი სმარტფონებისგან დაამზადებენ.
ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორები გადაგდებული ელექტრონიკისგან ძვირფას ლითონებს აგროვებენ.

2014 წელს იაპონიაში ძველი ელექტრონიკიდან 143 კგ ოქრო, 1566 კგ ვერცხლი და 1112 ტონა სპილენძი ამოიღეს, იუწყება Nikkei. ამავე დროს, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადისთვის დაიხარჯა 9.6 კგ ოქრო, 1210 კგ ვერცხლი და 700 კგ სპილენძი.

Nikkei-ს მონაცემებით, იაპონელებს საკმარისად აქვთ უტილიზირებული ელექტრონიკა ოქროს და ვერცხლის მედლების დასამზადებლად – ქვეყანა გადამუშავებული გაჯეტებისგან მსოფლიოს ოქროს 16 პროცენტს და ვერცხლის 22 პროცენტს მოიპოვებს.

თამაშების ორგანიზატორები აპირებენ ელექტრონარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით მასშტაბური კამპანია მოაწყონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები