მდიდრებს თავისი პრობლემები აქვთ: სუპერ ძვირადღირებული ავტომობილების არჩევანი არც თუ ისე დიდია, ამიტომ ვისაც სურს რომ ძალიან გამორჩეული იყოს, ექსტრაორდინარული ზომების მიღება უწევს.
კროსოვერი Ferrari Purosangue-ს მეპატრონემ გადაწყვიტა დასახმარებლად ატელიე AT26 Design-ისთვის მიემართა. ამ ატელიეში უკვე წლებია Ferrari-ს მოდელებს ხელი შეაჩვიეს და ეს პროექტი მათ პორტფოლიოში რიგით მეექვსე აღმოჩნდა.
სუპერქარისთვის ყველაფერი გამორჩეული, ძვირადღირებული და ძალიან მიმზიდველი დაამზადეს. შესაბამისად, გარდასახვა შთამბეჭდავი გამოვიდა.






