LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პირველი ვარჯიში კარდიფში: ვინც ითამაშა არ ივარჯიშა

19

საქართველოს ნაკრები წლის მესამე ოფიციალური მატჩისთვის კარდიფში ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდი დუბლინიდან კარდიფში ჩარტერული რეისით ჩავიდა. საქართველოს ნაკრებმა კარდიფის ცენტრალური სპორტული კლუბის სავარჯიშო მოედანზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი 45 წუთს გაგრძელდა. მოთამაშეებმა, რომლებსაც ირლანდიის წინააღმდეგ არ უთამაშიათ სრულად ივარჯიშეს. ირლანდიასთან სასტარტო შემადგენლობაში მყოფ ფეხბურთელებს კი მხოლოდ აღდგენითი ვარჯიშები ჰქონდათ. სოლომონ კვერკველიასა და გიორგი ლორიას მედიკოსთა გადაწყვეტილებით არ უვარჯიშიათ, ორივე ფეხბურთელს სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა. ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა ვარჯიშის განახლებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი 8 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს. 17 საათზე კი, ქართველი ფეხბურთელები “კარდიფ სიტის” სტადიონზე, მატჩისწინა ბოლო ოფიციალურ ვარჯიშს გამართავენ.

შეხვედრა 9 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 20:00).

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელორუსი)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები