Mercedes-AMG-იმ გადაწყვიტა ეჩვენებინა თუ როგორ აწყობს თავის ძრავებს. მწარმოებლის საფირმო ფილოსოფია გულისხმობს, თითოეული ძრავის თავიდან ბოლომდე აწყობის პროცესში მხოლოდ ერთი თანამშრომლის მონაწილეობას. თუ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი რეალობაში – ამის ნახვა უკვე ყველას შეუძლია.
Youtube არხის GommeBlog-ის ავტორი Mercedes-AMG-ს დანაყოფს ესტუმრა და Mercedes-Benz M178-ის ძრავის დაბადება დეტალურად აღბეჭდა.
აგრეგატი წარმოადგენს 4,0 ლიტრის ბენზინის V8 ძრავას, ორი ტურბო კომპრესორით. ძრავას ერთი სპეციალისტი აგებს და ეს გულისხმობს როგორც ყველა შიდა ასევე გარე დეტალის მონტაჟს.