”მანჩესტერ სიტის” მოგებამ 2015/16 წლების სეზონში 22,7 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო შემოსავალმა – 434 მილიონი.
ოფიციალური საიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ კლუბი ნულოვანი ფინანსური დავალიანებით მუშაობს.
”მჯერა, რომ 2016/17 წლების სეზონი კლუბის ევოლუციაში გარდამტეხი ეტაპი იქნება. ჩვენ გვაქვს სათამაშო, სამწვრთნელო და არასათამაშო შესაძლებლობები, რათა ბევრს მივაღწიოთ ინგლისურ და ევროპულ ფეხბურთში”, – თქვა მმართველი საბჭოს თავჯდომარემ ხალდუნ ალ-მუბარაქმა.
გასულ ზაფხულს ”ქალაქელებმა” ახალ ფეხბურთელებზე 213 მილიონი ევრო დახარჯეს.
გასულ სეზონში ”სიტიმ” ინგლისის ლიგის თასი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.