კომპანია Audi-მ Lego-სთან ერთად შექმნა ინსტალაცია სახელწოდებით The Extra Hour, რომლის ცენტრშიც ავტოპილოტით არჭურვილი ”დამუხტული” ჰეთჩბეკი RS7 განათავსეს. არტ ობიექტი შოუს – Design Miami-ის ნაწილი გახდა.
ავტოპილოტით აღჭურვილი ავტომობილი საათის ციფერბლატის შუაშია მოთავსებული, ის ”25”-კენ არის მიმართული, რომელიც Lego-ს შავი, წითელი და ფორთოხლისფერი კუბებისგან არის აწყობილი.
”იმედი გვაქვს ინსტალაცია დამთვალიერებელს შთააგონებს, გააღვიძებს მათ კრეატიულობას და მისცემს გამბედაობას ყოველდღიურობას თავი დააღწიონ. 25-ე საათი კი ამისათვის იდეალური დროა”, – განაცხადა კომპანია Lego-ს ტოპ მენეჯერმა.
Audi ავტონომიურ ავტომობილებს ბოლო რამდენიმე წელია ტესტავს. RS7 გასულ წელს ამერიკულ ტრასა Sonoma Raceway-ზე გამოსცადეს. ავტომობილმა მძღოლის მონაწილეობის გარეშე ოთხ კილომეტრიანი წრე 2 წუთსა და 1,01 წამში დაფარა.