LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Euro NCAP-მ კიდევ ხუთი ახალი ავტომობილი დაამტვრია (ვიდეო)

23

ევროპულმა კომიტეტმა საავტომობილო ბაზრის სიახლეების უსაფრთხოების შესახებ მორიგი ანგარიში წარმოადგინა.

Euro NCAP რომელიც ავტომობილების კრაშ-ტესტებს დამოუკიდებლად ატარებს, Ford Edge, Audi Q2, SsangYong Tivoli, Suzuki Ignis და Hyundai Ioniq – დაამტვრია.

ტესტების შედეგების მიხედვით, Audi Q2-მა უმაღლესი შეფასება – ხუთი ვარსკვლავი მიიღო. დიდი მგზავრების დაცვა Euro NCAP-მ 93%-ად შეაფასა, ბავშვების უსაფრთხოება 86%-ით, ქვეითების კი 70%-ით შეაფასა. ელექტრონულმა დამხმარეებმა ქულათა 70% დააგროვეს. ყველა სახეობის შეჯახების შედეგად ავტომობილს უმაღლესი ქულა მიანიჭეს. წინა მხრიდან შეჯახებისას Audi Q2-ს მძღოლს აქვს რისკი მარჯვენა ფეხის ტრამვა მიიღოს.

უმაღლესი შეფასება მიიღო Ford Edge-მაც. ამერიკულ ქროსოვერს დიიდი მგზავრების დაცვაში 85%, ბავშვების უსაფრთხოებაში 76%, ქვეითების დაცვაში კი 67% მიანიჭეს. ელექტროობის მუშაობა 89%-ად შეფასდა. შეჯახების ყველა სახეობაში საუკეთესო შედეგი მხოლოდ ფრონტალურ შეჯახებაში წინა მგზავრის თავისა და გულმკერდის ტრამვის მიღების რისკმა გააფუჭა.

კორეულმა ქროსოვერმა SsangYong Tivoli-მ მხოლოდ სამი ვარსკვლავი მიიღო. დაბალი შეფასება უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების არადამაკმაყოფილებელმა მუშაობამ გამოიწვია, რომელიც ექსპერტებმა 43%-ით შეაფასეს. წინა მხრიდან შეჯახებისას უკანა მგზავრისათვის თავისა და გულმკერდის ტრამვის მიღების მაღალი რისკია, ბარიერთან შეჯახებისას კი საფრთხე მძღოლის ტანს ემუქრება. მძღოლისა და დიდი მგზავრების უსაფრთხოება ექსპერტებმა 82%-ით შეაფასეს, ბავშვების კი 62%-ით. ქვეითების უსაფრთხოებას ექსპერტებმა 65% მიანიჭეს.

Suzuki Ignis-მა სამი ვარსკვლავი დაიმსახურა. ყველაზე ცუდი შეფასება კი 25% ელექტრონული სისტემების მუშაობისთვის მიიღო.

რაც შეეხება Hyundai Ioniq-ს, მან ხუთი ვარსკვლავი მიიღო. ზრდასრული მგზავრების დაცვა ექპერტებმა 91%-ით შეაფასეს, ეს კი ბოლო ჯერზე გატესტილ ავტომობილებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლია. Hyundai Ioniq-მა მაღალი ქულები მიიღო ბავშვების დაცვაში – 80%, ქვეითების უსაფრთხოებაში 70% და უსაფრთხოების სისტემების მუშაობაში 82%.

შეგახსენებთ, Euro NCAP-მ 2016 წელს ცდების მეთოდიკაში ცვლილება შეიტანა და შეჯახება ქვეითთან დაამატა. ავტომობილი ჩქარდება 40 კილომეტრ/საათამდე, ამის შემდეგ მძღოლმა ქვეითი უნდა შენიშნოს და სიჩქარე მაქსიმალურად შეანელოს ან გააჩეროს.

https://www.youtube.com/watch?v=lSW81_LhOU4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები