LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური ავტობუსი გვირაბი მიგდებული იპოვეს

39

გვირაბი-ავტობუსის ერთადერთი ეგზემპლარი Transit Elevated Bus, რომელშიც ავტომობილები გადიან, ქალაქ ჰაბეიში მიგდებული იპოვეს. როგორც გამოცემა Sina წერს, ბოლო ორი თვის განმავლობაში ავტობუსი ადგილიდან არ დაძრულა, მის შემქმნელებთან დაკავშირება გამოცემამ ვერ შეძლო.

პირველად Transit Elevated Bus ქალაქის ქუჩებში ამა წლის აგვისტოში გავიდა. ავტობუსის სიგრძე 22 მეტრია, სიგანე 7,8 მეტრი, სიმაღლე კი 4,8 მეტრი. მას 300 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

ავტობუსი სპეციალურ გზაზე გადაადგილდება და მასში ორ მეტრამდე სიმაღლის ორი ავტომობილი ეტევა, ჩანაფიქრის მიხედვით, მგზავრების ჩასხდომა-გადმოსვლა სპეციალურ პლატფორმაზე უნდა მოხდეს.

ვარაუდობდნენ, რომ აგვისტოდან მისი ფართომასშტაბიანი ცდები დაიწყებოდა. მისი ტესტირება რამდენიმე ქალაქში იგეგმებოდა, თუმცა ავტობუსის ავტორები ამერიკელი არქიტექტორის, კრეიგ ჰოჯესტის იდეის მოპარვაში დაადანაშაულეს და პროექტი შეჩერდა.

https://www.youtube.com/watch?v=ZiKGjnG01KY

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები