LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემები ლოს-ანჯელესის ყველაზე ძვირადღირებულ ვილას შეიძენენ

30

ცნობილი ვარსკვლავური წყვილი, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ახალი უძრავი ქონების შეძენას გეგმავენ. ვილა, რომელიც ლოს-ანჯელესის ყველაზე ძვირადღირებულად არის შეფასებული, 201,5 მილიონი დოლარი ღირს. სახლის საერთო ფართობი 18,6 კვადრატული მეტრია. მასში 123 ოთახია, აქედან 14 საძინებელი და 27 აბაზანა.

სახლს ასევე აქვს აუზი, ჩოგბურთის კორტი, ბოულინგი, ფიტნეს-დარბაზი, პოდიუმი და საცეკვაო კლასი. ინსაიდერების თქმით, უკანასკნელმა პუნქტმა ვიქტორია განსაკუთრებით მოხიბლა, რადგან მისი ქალიშვილი, ჰარპერი, აქტიურად არის გატაცებული ბალეტით. რაც შეეხება სახლის ავტოფარეხს, მასზე 100 ავტომობილის განთავსებაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ თავის ამჟამინდელ ვილას ბექჰემები 30,2 მილიონ დოლარად ყიდიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები