Tank-ის ყველგანმავლების აწყობა სიცხის გამო დროებით შეაჩერეს. GreaT wall-ის შვილობილმა ბრენდმა ჩინეთში სამი ქარხანა გააჩერა და ეს პაუზა სავარაუდოდ მთელი თვე გაგრძელდება. მიზეზი ანომალიური სიცხეა: 17 ივლისს ჰაერის ტემპერატურამ ქვეყნის 20 რეგიონში 35 გრადუსს გადააჭარბა. პაუზის დროს საწარმოებში ავტომოყვარულებს ტექ-მომსახურებას გაუწევენ.
კომპანიამ ოფიციალური ბოდიშიც გაავრცელა, რამეთუ პაუზა ავტომობილების მიწოდების პროცესებსა და ვადებზე იმოქმედებს.
ტექ-მომსახურების დროს ქარხნებში სამუშაო პირობებსაც შეამოწმებენ. ხელმძღვანელობას სურს დარწმუნდეს, რომ ტექნიკური მოწყობილობები სტაბილურად ფუნქციონირებს.