ტელეკომპანია „მარაო“ ახალ სეზონს სკანდალური გადაცემით ხსნის. ნიკუშა ხაჩიძის „უხერხული“ კითხვების მეორე სეზონის პირველი სტუმარია ეპატაჟური წამყვანი, თიკო სადუნიშვილი, რომელმაც, როგორც გავრცელებული პრომოდან ჩანს, წამყვანის თამამ შეკითხვებს კიდევ უფრო თამამად უპასუხა.
თიკო გადაცემაში უპასუხებს შემდეგ შეკითხვებს – ჰქონია თუ არა ქალთან სექსი და ჰქონია თუ არა ჯგუფური სექსი. „მამაკაცისთვის წინდაც გამიხდია და ელვაც გამიხსნია“, ამბობს ტელეწამყვანი. კითხვაზე, რამდენი პარტნიორი ჰყავდა, თიკო პასუხობს, რომ 10 სექსუალური პარტნიორი ჰყავდა.
ანონსის ბოლოს თიკო კითხულობს, ეს ყველაფერი მართლა გავა თუ არა ტელევიზიის ეთერში. „რა უხერხულია“, ასკვნის ტელესახე.
https://www.youtube.com/watch?v=t_di14_0KkI