JATO Dynamics-ის ანალიტიკოსმა ფილიპ მიუნსმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებლები გააანალიზა. ასეთი მასშტაბური სამუშაოს შედეგები სპეციალისტმა ჟურნალისტებს გაუზიარა.
მსოფლიო რეიტინგში მოხვდა როგორც საერთაშორისო ჰიტები, გაყიდვადი მსოფლიოს ათობით ქვეყანაში, ასევე ლოკალური მოდელები, რომლებიც არც თუ ისე დიდი ტირაჟებით ამა თუ იმ დიდ ბაზარზე, მაგალითად – აშშ-ში ან ჩინეთში იყიდება.
ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიაში პირველი ნომერი, ისტორიაში პირველად ელექტრომობილია. მსოფლიოში ყველაზე მეტი Tesla Model Y გაიყიდა.