Facebook-ზე Lovecars-ის ჯგუფში გამოქვეყნდა ვიდეო განცხადებით, სადაც ნათქვამია რომ იყიდება Aston Martin Vulcan რომლის ღირებულებაც საწყის ფასს ორჯერ აღემატება. ავტომობილს ოდომეტრზე 60 მილი ფიქსირდება და ამ მომენტისათვის ბრიტანული ქალაქის ბრისტოლის Aston Martin-ის საფირმო შოუ რუმში იმყოფება.
ბრიტანულმა სუპერქარების მწარმოებელმა სულ სატრეკო Aston Martin Vulcan-ის 24 ეკზემპლარი ააწყო. პრემიერა 2015 წელს ჟენევის ავტოსალონზე შედგა. კომპანიამ Vulcan-ის მთელს ტირაჟზე შეკვეთების მიღება ჯერ კიდევ მათ აწყობამდე მოახერხა. თითოულის ღირებულება 2,3 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.
ახლა კი მეორად ეკზემპლარში 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.