ბელგიის რკინიგზის ოპერატორი SNCB აპირებს, რომ თავის საქალაქო მატარებლებში ე.წ. „ჩუმი ვაგონები“ დაამატოს. სიახლის შესახებ Turkmen portal წერს.
მგზავრები, რომლებიც ამ ვაგონების ბილეთებს შეიძენენ, მაქსიმალურად ჩუმად უნდა იყვნენ, არ დარეკონ ტელეფონზე, არ უპასუხონ ზარებს, ყურსასმენის ხმა შეზღუდონ, რათა მუსიკამ გარშემომყოფები არ შეაწუხოს, დააყენონ მობილური ტელეფონები უხმო რეჟიმზე და საუბარსაც მოერიდონ.
„ჩუმ ვაგონებს“ უკვე ტესტავენ ბრიუსელსა და ლუქსემბურგს შორის მოძრავ მატარებლებში. რკინიგზის კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს ვაგონები საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობენ. გარდა ამისა, გამოკითხვამ აჩვენა, რომ 10 ბელგიელი მგზავრიდან 7 ტრანსპორტში ჩუმი ზონების არსებობის მომხრეა, 10-დან სამი აზუსტებს რომ რკინიგზას ბევრად უფრო ხშირად გამოიყენებდა, თუკი ასეთი ბილეთის შეძენის საშუალება მიეცემოდა.
აღსანიშნავია, რომ „ჩუმი ვაგონები“ აქვთ ასევე ავსტრიის, პოლონეთის, ნიდერლანდების და გერმანიის ქალაქებში.